International Financial and Accounting standards (IFRS/IAS) – for production, trade, construction and service sector companies

ტრენინგის მოკლე ანოტაცია:

  • ტრენინგის მიზანია: გადასცეს ტრენინგის მონაწილეებს ბუღალტრულ აღრიცხვაში საქართველოს რეალობაში მოთხოვნადი ის ძირითადი პრაქტიკული ცოდნა, რითიც ისინი შეძლებენ საქართველოს ნებისმიერ – წარმოების, ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორის კომპანიებში კვალიფიციურად შეასრულონ მთავარი ბუღალტრის ან/და კონკრეტული მიმართულების ბუღალტრის ფუნქციები და მოვალეობები.
  • ტრენინგისთვის შერჩეულ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – არაუმეტეს 12 მონაწილით. 
  • ტრენინგი გაიმართება მისამართზე: ბიზნეს-ცენტრი „მწვანე ოფისი“, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, მე-7 სართული, საქართველოს ბიზნესისა და კაპიტალის მართვის კომპანია – ჯი ბი ემ სი.
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 კვირა > კვირაში ორი დღე (ოთხშაბათი და შაბათი) > დღეში 2 საათი > სულ 12 ტრენინგი.  ტრენინგის დაწყებისა და დასრულების დრო ოთხშაბათს: 19:00 სთ – 21:00 სთ (შესვენება/coffee break – 15 წთ). ტრენინგის დაწყებისა და დასრულების დრო შაბათს: 12:00 სთ – 14:00 სთ (შესვენება/coffee break – 15 წთ).
  • ტრენინგის დაწყების – დასრულების თარიღი: 2018 წლის 14 თებერვალი – 2018 წლის  24 მარტი. ტესტირება – 2018 წლის 28 მარტი.
  • სერთიფიცირება: ტესტირების შედეგების მიხედვით გაიცემა ორი სახის სერთიფიკატი „წარმატებით დაამთავრა“ ან „მოისმინა“. ამასთან სერთიფიკატი „წარმატებით დაამთავრაიყოფა კატეგორიებად ტესტირებაში მიღებული ქულების მიხედვით. ტესტის ჩაბარების გარეშე მონაწილეზე სერთიფიკატი არ გაიცემა.

ტრენინგის შინაარსი:

1.ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ძირითადი ფინანსური უწყისები (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულის მოძრაობა);

2. ძირითადი ბიზნეს-პროცესები – წარმოების, ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორის კომპანიებში;

3. რეალიზაცია, მოთხოვნები და ფულის მიღება;

4. შესყიდვები, კრედიტორები  და ფულის გადახდა;

5. სარეალიზაციო / საწარმოო მარაგები და მათი ჩამოწერა / გასვლა;

6. ძირითადი საშუალებები, გადაფასება, გაუფასურება, ცვეთა და ამორტიზაცია, ჩამოწერა / გასვლა;

7. ხელფასების დარიცხვა და გადახდა;

8. შემოსავლები და ხარჯები;

9. კაპიტალი, ფინანსური აქტივები და ვალდებულებები;

10. საგადასახადო აქტივები, ვალდებულებები, ხარჯები და საგადასახადო დეკლარირების ძირითადი მოთხოვნები;

11. სხვა აქტივები და  სხვა ვალდებულებები;

12. მონაწილეობა სხვა საწარმოებში ( ასოცირებული კომპანია, შვილობილი კომპანია, კონსოლიდაცია).

ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:

  • ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ძირითადი ფინანსური უწყისების პრაქტიკული (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულის მოძრაობა) მომზადება;
  • ყველა ძირითადი ბიზნეს პროცესის მიხედვით წარმოების, ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორის კომპანიებში ბუღალტრული გატარებების წარმოება და საცდელი ბალანსების (ბრუნვითი უწყისების) დახურვა საანგარიშო პერიოდების მიხედვით;
  • ყველა ძირითადი ბიზნეს პროცესის მიხედვით წარმოების, ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორის კომპანიებში არსებული ფულადი და მატერიალური აქტივების რაოდენობრივი და თანხობრივი ნაშთების კონტროლის მექანიზმი;
  • ყველა ძირითადი სახელმწიფო გადასახადის მიხედვით წარმოების, ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორის კომპანიებში საგადასახადო დეკლარირების ძირითადი მოთხოვნები.

ლევან ჟვანია  – მმართველი პარტნიორი

 

მართვის სფერო: ბიზნესის განვითარება, გაყიდვები, მარკეტინგი,  ოპერაციები, ფინანსები, ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვა და  კონსალტინგი

 

ზოგადი მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალისტი – ტოპ მენეჯერულ  პოზიციებზე კომერციულ ბანკებში, ლიზინგის, წარმოების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის მართვის სფეროებში 16 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის: ჯი ბი ემ სი-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი 2013 წლიდან დღემდე, შპს „გ.დ. ალკოს“ ფინანსური დირექტორი და შპს „ნუგეშის“ დირექტორის მოადგილე 2014-2015 წლებში, შპს „მეღვინეობა ხარებას“ აღმასრულებელი დირექტორი 2012-2013 წლებში, შპს „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე 2009 – 2012 წლებში, შიდა აუდიტის დირექტორის მოადგილე და კონსოლიდაციისა (IFRS/IAS) სამსახურის უფროსი სს „საქართველოს ბანკში” 2006 -2009 წლებში. საქართველოში პირველი სალიზინგო კომპანიის – „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი 2001 – 2002 წლებში. 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის (კომაროვის) სკოლა, ხოლო 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე.  არის ეკონომიკის ბაკალავრი და მაგისტრი. აგრეთვე 2009 წელს დაამთავრა  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ის ბიზნეს-სკოლა. მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი, სპეციალობა: ზოგადი მენეჯმენტი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ტრენინგში მონაწილეობის პროცედურა, ღირებულება და ანგარიშსწორების წესი:

  • ტრენინგის მონაწილის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: MS Excel-ის მოხმარების დონეზე სათანადო ცოდნა. კარგი ვერბალური და საკომუნიკაციო უნარები ქართულ ენაში.
  • ტრენინგში მონაწილეობის პროცედურული მოთხოვნები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ან რეზიუმე) და პირადობის (ან პასპორტის) ასლი ქვევით მოცემული ფორმის მეშვეობით ან ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: edu@gbemc.ge არაუგვიანეს 2018 წლის 29 იანვრისა. ელ. ფოსტის საგანში (subject-ში)  მიუთითეთ აღრიცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
  • შერჩეული კანდიდატების წინასწარი გასაუბრება: 2018 წლის 1-დან 6 თებერვლის ჩათვლით. გასაუბრებათა ზუსტი დრო წინასწარ შეთანხმდება ტრენინგის მონაწილეებთან.
  • ტრენინგის ღირებულებაა: 600 ლარი.
  • ტრენინგის ღირებულების გადახდის ვადა: გასაუბრების შემდეგ ტრენინგზე დაშვებულმა კანდიდატმა სრულად უნდა გადაიხადოს ტრენინგის ღირებულება არაუგვიანეს 2018 წლის 9 თებერვლისა.