ლევან ჟვანია – მმართველი პარტნიორი
მართვის სფერო: ბიზნესის განვითარება, გაყიდვები, მარკეტინგი, ოპერაციები, ფინანსები, ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვა და კონსალტინგი
ზოგადი მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალისტი – ტოპ მენეჯერულ პოზიციებზე კომერციულ ბანკებში, ლიზინგის, წარმოების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის მართვის სფეროებში 16 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის: ჯი ბი ემ სი-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი 2013 წლიდან დღემდე, შპს „გ.დ. ალკოს“ ფინანსური დირექტორი და შპს „ნუგეშის“ დირექტორის მოადგილე 2014-2015 წლებში, შპს „მეღვინეობა ხარებას“ აღმასრულებელი დირექტორი 2012-2013 წლებში, შპს „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე 2009 – 2012 წლებში, შიდა აუდიტის დირექტორის მოადგილე და კონსოლიდაციისა (IFRS/IAS) სამსახურის უფროსი სს „საქართველოს ბანკში” 2006 -2009 წლებში. საქართველოში პირველი სალიზინგო კომპანიის – „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი 2001 – 2002 წლებში. 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის (კომაროვის) სკოლა, ხოლო 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე. არის ეკონომიკის ბაკალავრი და მაგისტრი. აგრეთვე 2009 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ის ბიზნეს-სკოლა. მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი, სპეციალობა: ზოგადი მენეჯმენტი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.