ჩვენ შესახებ

ისტორია

საქართველოს ბიზნესისა და კაპიტალის მართვის კომპანია – ჯი ბი ემ სი – დაფუძნდა  2013 წლის 26 მარტს.  

2017 წლის მარტიდან ჯი ბი ემ სი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  ASB -საქართველოს პროგრამით რეკომენდირებული მრავალპროფილური ბიზნეს-საკონსულტაციო და მენეჯმენტ კომპანიაა.

პროფილი და საქმიანობ

კომპანიის პროფილია:

  • კონსალტინგი
  • მართვა
  • ტრენინგები

 

კომპანიის საქმიანობის სფეროებია:

  • ბიზნესის განვითარება
  • გაყიდვები და მარკეტინგი
  • ორგანიზაცია და ადამიანური რესურსები
  • ოპერაციები
  • ფინანსები, აღრიცხვა და გადასახადები
  • სამეწარმეო და მომიჯნავე სამართალი
  • კაპიტალი, სესხები და ფონდები

მისია

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ, რაც შეიძლება მეტი ბიზნეს-სუბიექტი და ორგანიზაცია არსებობდეს საქართველოში, რომელსაც აქვს განვითარების სტრატეგია და მის განსახორციელებლად ეფექტურად მართავს თავის საქმიანობას, ადამიანურ რესურსებსა და კაპიტალს.

ჩვენი ღირებულებები:

  • ჩვენ ვანვითარებთ ნდობაზე და პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ გრძელვადიან ურთიერთობებს კლიენტებთან;
  • ჩვენ კლიენტებს ვუწევთ მათივე საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ბიზნესისა და კაპიტალის მენეჯმენტის კომპლექსურ ან ცალკეული მიმართულებებით მომსახურებებს, რაც უზრუნველყოფს სინერგიის მაღალ დონეს, რომლის დროსაც ყველაზე ეფექტურად მიიღწევა კლიენტის საერთო ორგანიზაციული მიზნები, ბიზნესის მდგრადი, გრძელვადიანი და მომგებიანი განვითარება;
  • ჩვენ ვმუშაობთ საკუთარი იმიჯის ამაღლებაზე, რაც ჩვენი კლიენტის კმაყოფილებით მიიღწევა;
  • ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივები ჩვენი გამოცდილება, ცოდნა და რეპუტაციაა.

ოთხი მიზეზი თუ რატომ ჯი ბი ემ სი?

–  წარმატებას შენარჩუნება ჭირდება. ხშირია, როცა პირველი წარმატების შემდეგ ჩერდებიან. ფიქრობენ, რომ მეტის მიღწევა შეუძლებელია ან სულაც საჭირო არაა – „ბიზნესი ფულს წერს“ და ეს საკმარისია. კონკურენტულ გარემოში ეს მცდარი მიდგომაა. ვინც არ ვითარდება ის უკან მიდის და  ადრე თუ გვიან, როგორც წესი, არსებობას წყვეტს. ამიტომ ჩვენი სლოგანია: არსებობდე განვითარებისთვის. საქმე რომელიც არ ვითარდება ჯობია არ არსებობდეს, რადგან მას ზარალი და დროის ფუჭი კარგვა მოაქვს. ჩვენთან ერთად ჩვენი კლიენტები:

ა) კორპორატიული განვითარების ახალ საფეხურზე ადიან;

ბ) ზარალიანი საქმიანობიდან მოგებაზე გადიან, ხოლო მომგებიანი საქმიანობისას კიდევ უფრო ზრდიან მოგებას;

გ) ზრდიან ბაზარზე საკუთარ წილს, იკავებენ ან/და ინარჩუნებენ   ბაზარზე ლიდერის პოზიციებს.

– ჩვენი მომსახურებების ყველა სფეროში, პირველ რიგში, ვზრუნავთ კლიენტის დანახარჯების დაზოგვის შესაძლებლობათა გამოვლენაზე, მათ ოპტიმალურობაზე და ეფექტურობაზე.  ამასთან სახელფასო ანაზღაურებისა და შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების გარდა, მაღალია ადმინისტრაციული დანახარჯები – ბიზნესის განვითარების, მარკეტინგის, ფინანსების, ბუღალტერიის, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომლების საოფისე ფართით, ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკითა და  სხვადასხვა ინვენტარით უზრუნველყოფაზე. ჩვენ  კლიენტ-ორგანიზაციებს უმცირდებათ ასეთი სახის დანახარჯები.

– რაც  უფრო მეტად ხართ ჩაფლული ოპერაციების ყოველდღიურ მართვაში და ე.წ. „რუტინაში“, მით უფრო ნაკლები დრო გრჩებათ ბიზნესის განვითარებისთვის.  ჩვენი კლიენტი-ორგანიზაციების დამფუძნებლებსა და ტოპ მენეჯმენტს ნაკლები დრო ეხარჯებათ ყოველდღიურ „რუტინაში“.  უთავისუფლდებათ დრო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვისთვის, რაც სწრაფი ზრდისა და  კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვების საწინდარია.

– მაღალია სამუშაოს უხარისხოდ ან საერთოდ შეუსრულებლობის, მატერიალური ზიანის მიყენების, ინფორმაციის გადინებისა და კონფიდენციალობის დარღვევის რისკები არაკვალიფიციური და ორგანიზაციისადმი არალოიალური თანამშრომლების მხრიდან. ჩვენ კლიენტებს ჩვენი სახით ურთიერთობა აქვთ მენეჯმენტ კომპანიასთან. ეს არის Business to Business ურთიერთობა, რის გამოც მინიმუმამდე დაყვანილია ზემოაღნიშნული რისკები, ვინაიდან ჩვენ პირველ რიგში ვზრუნავთ საკუთარ რეპუტაციასა და კლიენტის კმაყოფილებაზე. ამასთან ჩვენ ვაკონტროლებთ თქვენი თანამშრომლების პროდუქტიულობას, ვზრუნავთ მათი კვალიფიკაციისა და ორგანიზაციისადმი ლოიალობის ზრდაზე.

მენეჯმენტი

ee1

ლევან ჟვანია  – მმართველი პარტნიორი    

მართვის სფერო: ბიზნესის განვითარება, გაყიდვები, მარკეტინგი,  ოპერაციები, ფინანსები, ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვა და  კონსალტინგი

ზოგადი მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალისტი – ტოპ მენეჯერულ  პოზიციებზე კომერციულ ბანკებში, ლიზინგის, წარმოების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის მართვის სფეროებში 16 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის: ჯი ბი ემ სი-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი 2013 წლიდან დღემდე, შპს „გ.დ. ალკოს“ ფინანსური დირექტორი და შპს „ნუგეშის“ დირექტორის მოადგილე 2014-2015 წლებში, შპს „მეღვინეობა ხარებას“ აღმასრულებელი დირექტორი 2012-2013 წლებში, შპს „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე 2009 – 2012 წლებში, შიდა აუდიტის დირექტორის მოადგილე და კონსოლიდაციისა (IFRS/IAS) სამსახურის უფროსი სს „საქართველოს ბანკში” 2006 -2009 წლებში. საქართველოში პირველი სალიზინგო კომპანიის – „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი 2001 – 2002 წლებში. 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის (კომაროვის) სკოლა, ხოლო 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე.  არის ეკონომიკის ბაკალავრი და მაგისტრი. აგრეთვე 2009 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ის ბიზნეს-სკოლა. მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი, სპეციალობა: ზოგადი მენეჯმენტი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გელა  წიკლაური  –   ასოცირებული პარტნიორი

მართვის სფერო: საბუღალტრო, საგადასახადო, იურიდიული მომსახურება  და კონსალტინგი.

საბუღალტრო – საგადასახადო კონსულტანტი და სპეციალისტი – ფინანსთა     სამინისტროში საგადასახადო პოლიტიკისა და მეთოდოლოგიის სფეროში     მუშაობის 12 წლიანი გამოცდილებით. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე.   არის ეკონომიკის ბაკალავრი, მაგისტრი და ასპირანტი. წლების მანძილზე იყო საერთაშორისო   სავალუტო ფონდის კონსულტანტი. არის საქართველოს დამოუკიდებელ  ექსპერტთა  ასოციაციის   გამგეობის წევრი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.