MS Excel 2013 – ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის და ბანკირებისთვის

ტრენინგის მოკლე ანოტაცია

  • ტრენინგის მიზანია: გადასცეს ტრენინგის მონაწილეებს საქართველოს რეალობაში მოთხოვნადი პრაქტიკული ცოდნა MS Excel 2013 – ში, რის შედეგადაც ისინი შეძლებენ საქართველოს ნებისმიერ საბანკო თუ არასაბანკო სექტორის კომპანიებში ეფექტურად გამოიყენონ MS Excel 2013-ის პროგრამული უზრუნველყოფა – ბუღალტრული აღრიცხვის, საფინანსო და საბანკო საქმიანობაში მოთხოვნადი ანგარიშგებების მოსამზადებლად.
  • ტრენინგისთვის შერჩეულ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – არაუმეტეს 12 მონაწილით. 
  • ტრენინგი გაიმართება მისამართზე: ბიზნეს-ცენტრი „მწვანე ოფისი“, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, მე-7 სართული, საქართველოს ბიზნესისა და კაპიტალის მართვის კომპანია – ჯი ბი ემ სი.
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 კვირა > კვირაში ორი დღე (ორშაბათი და ხუთშაბათი) > დღეში 2 საათი > სულ 12 ტრენინგი.  ტრენინგის დაწყებისა და დასრულების დრო: 20:45 სთ – 22:45 სთ (შესვენება/coffee break – 15 წთ).
  • ტრენინგის დაწყების – დასრულების თარიღი: 2018 წლის 16 აპრილი – 2018 წლის 28 მაისი. ტესტირება – 2018 წლის 31 მაისი.
  • სერთიფიცირება: ტესტირების შედეგების მიხედვით გაიცემა ორი სახის სერთიფიკატი „წარმატებით დაამთავრა“ ან „მოისმინა“. ამასთან სერთიფიკატი „წარმატებით დაამთავრაიყოფა კატეგორიებად ტესტირებაში მიღებული ქულების მიხედვით. ტესტის ჩაბარების გარეშე მონაწილეზე სერთიფიკატი არ გაიცემა.

ტრენინგის შინაარსი:

1.Excel-ის ზოგადი მიმოხილვა;

2. ოფციები (Options) და ფორმულები (formulas -bar);

3. ციფრები (numbers), უჯრები (cells), ცხრილები (Tables) და რედაქტირება (editing);

4. სტილი – ფორმატირება (Styles – conditional formatting);

5. დიაგრამები და გრაფიკები;

6. მონაცემები (data): სორტირება და ფილტრაცია (sort & filter), დაჯგუფება (Outline – Group/Ungroup, Subtotal);

7. მონაცემები (data): დუბლირებების ამოღება (Remove Duplicates), ვალიდაცია (Data Validation), ანალიზი (what-if-analysis);

8. პაივოტის ცხრილები (Pivot Tables);

9. რევიუ (review) და ვიზუალი (view);

10. ძირითადი გამოყენებადი ფორმულები (main useful formulas);

11. ძირითადი გამოყენებადი ფორმულები (main useful formulas);

12. ძირითადი გამოყენებადი ფორმულები (main useful formulas).

ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:

  • Ms Excel 2013-ის ძირითადი აგებულება და რისი გაკეთება შეიძლება მისი საშუალებით;
  • ბუღალტრების, ფინანსისტებისა და ბანკირებისთვის საჭირო ძირითადი გამოყენებადი ფორმულები და ტექნიკა ინფორმაციის სწრაფი დამუშავებისა და ანგარიშგებისთვის;

ტრენინგში მონაწილეობის პროცედურა, ღირებულება და ანგარიშსწორების წესი:

  • ტრენინგის მონაწილის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: MS Excel-ის დამწყებ დონეზე ცოდნა. მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება. კარგი ვერბალური და საკომუნიკაციო უნარები ქართულ ენაში. ინგლისური ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა. ტექნიკური მოთხოვნა: მონაწილემ უნდა იქონიოს ნოუთბუქი, რომელშიც ჩაწერილია ან შეიძლება ჩაიწეროს MS Excel 2013 (MS Office 2013).
  • ტრენინგში მონაწილეობის პროცედურული მოთხოვნები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ან რეზიუმე) და პირადობის (ან პასპორტის) ასლი ქვევით მოცემული ფორმის მეშვეობით ან ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: edu@gbemc.ge არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა. ელ. ფოსტის საგანში (subject-ში)  მიუთითეთ Excel 2013, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
  • შერჩეული კანდიდატების წინასწარი გასაუბრება: 2018 წლის 10-დან 12 აპრილის ჩათვლით. გასაუბრებათა ზუსტი დრო წინასწარ შეთანხმდება ტრენინგის მონაწილეებთან.
  • ტრენინგის ღირებულებაა: 600 ლარი.
  • ტრენინგის ღირებულების გადახდის ვადა:  გასაუბრების შემდეგ ტრენინგზე დაშვებულმა კანდიდატმა სრულად უნდა გადაიხადოს ტრენინგის ღირებულება არაუგვიანეს 2018 წლის 13 აპრილისა.