კორპორატიული ფინანსები – წარმოების, ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორის კომპანიებისთვის

ტრენინგის მოკლე ანოტაცია

  • ტრენინგის მიზანია: გადასცეს ტრენინგის მონაწილეებს საქართველოს რეალობაში მოთხოვნადი პრაქტიკული ცოდნა ფინანსებში, რითიც ისინი შეძლებენ საქართველოს ნებისმიერ – წარმოების, ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორის კომპანიებში კვალიფიციურად შეასრულონ ფინანსური მენეჯერისა ან ფინანსური ანალიტიკოსის, ხოლო კომერციულ ბანკებში და საფინანსო კომპანიებში კორპორატიული კრედიტ-ოფიცრის მოვალეობები.
  • ტრენინგისთვის შერჩეულ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – არაუმეტეს 12 მონაწილით. 
  • ტრენინგი გაიმართება მისამართზე: ბიზნეს-ცენტრი „მწვანე ოფისი“, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, მე-7 სართული, საქართველოს ბიზნესისა და კაპიტალის მართვის კომპანია – ჯი ბი ემ სი.
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 კვირა > კვირაში ორი დღე (ორშაბათი და ხუთშაბათი) > დღეში 2 საათი > სულ 12 ტრენინგი.  ტრენინგის დაწყებისა და დასრულების დრო: 18:30 სთ – 20:30 სთ (შესვენება/coffee break – 15 წთ).
  • ტრენინგის დაწყების – დასრულების თარიღი: 2018 წლის 16 აპრილი – 2018 წლის  24 მაისი. ტესტირება – 2018 წლის 28 მაისი.
  • სერთიფიცირება: ტესტირების შედეგების მიხედვით გაიცემა ორი სახის სერთიფიკატი „წარმატებით დაამთავრა“ ან „მოისმინა“. ამასთან სერთიფიკატი „წარმატებით დაამთავრაიყოფა კატეგორიებად ტესტირებაში მიღებული ქულების მიხედვით. ტესტის ჩაბარების გარეშე მონაწილეზე სერთიფიკატი არ გაიცემა.

ტრენინგის შინაარსი:

1.ფინანსური მენეჯერისა და ფინანსური ანალიტიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობის არეალი;

2. ფინანსური და საოპერაციო დაგეგმვა, ბიუჯეტირება;

3. ფინანსური ანალიზი, კონტროლინგი და მენეჯერული ანგარიშგება;

4. ფინანსური ანგარიშგება, ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებითი საკითხები;

5. მომგებიანობის, ლიკვიდურობის, საოპერაციო ეფექტიანობისა და კაპიტალიზაციის ანალიზი;

6. საბრუნავი/საოპერაციო და საინვესტიციო კაპიტალის მართვა;

7. ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, თავისუფალი ფულადი სახსრების მართვის პრაქტიკული საკითხები;

8. ინვესტირების მიზანშეწონილობის ანალიზი;

9. კაპიტალის, სესხებისა და ფონდების მოზიდვა;

10. ფინანსური, საკრედიტო და საბაზრო რისკების მართვის პრაქტიკული საკითხები;

11. ფინანსური ინსტრუმენტები;

12. ჰეჯირება.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:

  • ფინანსური მენეჯერისა და ფინანსური ანალიტიკოსის ძირითადი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის არეალი;
  • კორპორატიული კრეფიტ-ოფიცრის ძირითადი უფლება მოვალეობები და პასუხისმგებლობის არეალი;
  • ფინანსური და საოპერაციო დაგეგმვა, ბიუჯეტირება, ფინანსური ანალიზი, ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგება;
  • საბრუნავი/საოპერაციო და საინვესტიციო კაპიტალის, თავისუფალი ფულის, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ფინანსური ინსტრუმენტების, ჰეჯირების მართვისა და ანალიზის ძირითადი პრინციპები;
  • საინვესტიციო პროექტების მომგებიანობის გაანგარიშებისა და მიზანშეწონილობის ანალიზის ძირითადი პრინციპები.

ლევან ჟვანია  – მმართველი პარტნიორი

 

მართვის სფერო: ბიზნესის განვითარება, გაყიდვები, მარკეტინგი,  ოპერაციები, ფინანსები, ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვა და  კონსალტინგი

 

ზოგადი მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალისტი – ტოპ მენეჯერულ  პოზიციებზე კომერციულ ბანკებში, ლიზინგის, წარმოების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის მართვის სფეროებში 16 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის: ჯი ბი ემ სი-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი 2013 წლიდან დღემდე, შპს „გ.დ. ალკოს“ ფინანსური დირექტორი და შპს „ნუგეშის“ დირექტორის მოადგილე 2014-2015 წლებში, შპს „მეღვინეობა ხარებას“ აღმასრულებელი დირექტორი 2012-2013 წლებში, შპს „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე 2009 – 2012 წლებში, შიდა აუდიტის დირექტორის მოადგილე და კონსოლიდაციისა (IFRS/IAS) სამსახურის უფროსი სს „საქართველოს ბანკში” 2006 -2009 წლებში. საქართველოში პირველი სალიზინგო კომპანიის – „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი 2001 – 2002 წლებში. 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის (კომაროვის) სკოლა, ხოლო 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე.  არის ეკონომიკის ბაკალავრი და მაგისტრი. აგრეთვე 2009 წელს დაამთავრა  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ის ბიზნეს-სკოლა. მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი, სპეციალობა: ზოგადი მენეჯმენტი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ტრენინგში მონაწილეობის პროცედურა, ღირებულება და ანგარიშსწორების წესი:

  • ტრენინგის მონაწილის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: MS Excel-ის მოხმარების დონეზე სათანადო ცოდნა. კარგი ვერბალური და საკომუნიკაციო უნარები ქართულ ენაში. ინგლისური ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.
  • ტრენინგში მონაწილეობის პროცედურული მოთხოვნები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ან რეზიუმე) და პირადობის (ან პასპორტის) ასლი ქვევით მოცემული ფორმის მეშვეობით ან ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: edu@gbemc.ge არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა. ელ. ფოსტის საგანში (subject-ში)  მიუთითეთ ფინანსები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
  • შერჩეული კანდიდატების წინასწარი გასაუბრება: 2018 წლის 10-დან 12 აპრილის ჩათვლით. გასაუბრებათა ზუსტი დრო წინასწარ შეთანხმდება ტრენინგის მონაწილეებთან.
  • ტრენინგის ღირებულებაა: 600 ლარი.
  • ტრენინგის ღირებულების გადახდის ვადა: გასაუბრების შემდეგ ტრენინგზე დაშვებულმა კანდიდატმა სრულად უნდა გადაიხადოს ტრენინგის ღირებულება არაუგვიანეს 201წლის 13 აპრილისა.