ტრენინგის მოკლე ანოტაცია
- ტრენინგის მიზანია: გადასცეს ტრენინგის მონაწილეებს პრაქტიკული ცოდნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ყველაზე გამოყენებადი ნორმების შესახებ.
- ტრენინგისთვის შერჩეულ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – არაუმეტეს 12 მონაწილით.
- ტრენინგი გაიმართება მისამართზე: ბიზნეს-ცენტრი „მწვანე ოფისი“, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, მე-7 სართული, საქართველოს ბიზნესისა და კაპიტალის მართვის კომპანია – ჯი ბი ემ სი.
- ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 კვირა > კვირაში ორი დღე (სამშაბათი და პარასკევი) > დღეში 2 საათი > სულ 12 ტრენინგი. ტრენინგის დაწყებისა და დასრულების დრო: 19:00 სთ – 21:00 სთ (შესვენება/coffee break – 15 წთ).
- ტრენინგის დაწყების – დასრულების თარიღი: 2018 წლის 17 აპრილი – 2018 წლის 25 მაისი. ტესტირება – 2018 წლის 29 მაისი.
- სერთიფიცირება: ტესტირების შედეგების მიხედვით გაიცემა ორი სახის სერთიფიკატი „წარმატებით დაამთავრა“ ან „მოისმინა“. ამასთან სერთიფიკატი „წარმატებით დაამთავრა“ იყოფა კატეგორიებად ტესტირებაში მიღებული ქულების მიხედვით. ტესტის ჩაბარების გარეშე მონაწილეზე სერთიფიკატი არ გაიცემა.